“დორტმუნდის” სერბმა ცენტრალურმა მცველმა, ნევენ სუბოტიჩმა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო.
სუბოტიჩმა ტრავმა გასული წლის ნოემბერში, “ვოლფსბურგთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. 25 წლის უკანხაზელმა ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა. “დორტმუნდის” წარმომადგენლები მის გასულ სეზონში დაბრუნებას ელოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.
“რვათვიანი შესვენების შემდეგ, დღეს, გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება მომეცა.” – აცხადებს თავად ფეხბურთელი.