ფეხბურთი

20:38 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუბისარეტა სუშიჩს შეხვდება

თუ ბოსნიურ Jutarnji-ს დავუჯერებთ, “ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა ბოსნიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, საფეტ სუშიჩთან შეხვედრას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, სუბისარეტა სუშიჩს საერთო ნაცნობების წყალობით დაუკავშირდა და პარიზში, ან სარაევოში შეხვედრა შესთავაზა. სავარაუდოდ, კატალონიელები 58 წლის სპეციალისტს ტიტო ვილანოვას შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავენ.

თავად სუშიჩი გავრცელებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს: “ბოსნიის ნაკრებში მუშაობაზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაზე ვარ კონცენტრირებული.”

საფეტ სუშიჩმა ბოსნიის ნაკრები 2009 წელს ჩაიბარა. ამჟამად, მის მიერ გაწვრთნილს გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 6 მატჩში 5 მოგება და 1 ფრე აქვს. სუშიჩმა ბოსნიის ნაკრები FIFA-ს რეიტინგის მე-14 საფეხურამდე დააწინაურა. ეს შედეგი გუნდის ისტორიაში საუკეთესოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112672