“ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მისი გუნდის მეტოქეს, მადრიდის “ატლეტიკოს” კონტინენტის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად მიიჩნევს.
“ეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ძლიერი 1/4-ფინალის წილისყრა იყო. ყველა პოტენციური მეტოქე ძლიერი იყო, მაგრამ “ატლეტიკო” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თუმცა, მადრიდელებთან “ვისენტე კალდერონზე” თამაშს მიჩვეულები ვართ.” – ციტირებს სუბისარეტას სიტყვებს Football Italia.