“ლივერპულის” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ერთ-ერთ ბრიტანულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ ინგლისში თავს კარგად გრძნობს და სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გამოსვლა მისი მთავარი ამოცანა არაა.
“პრემიერლიგა მსოფლიოს უძლიერესი ტურნირია და მეამაყება, რომ მასში ვმონაწილეობ. ინგლისიც ძალიან მიყვარს და არა მარტო მინდორზე, არამედ მის გარეთაც თავს მშვენივრად ვგრძნობ. არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ჩემს სპორტულ კარიერაში რაიმე ცვლილება უნდა განვახორციელო. მომავალი წლის ზაფხულამდე კი საკმაო დროა” – განაცხადა სუარესმა.
შეგახსენებთ, ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლივერპულის” ფორვარდით მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ისევ დაინტერესდა და ოფიციალური წინადადებისთვის ზამთრის სატრანსფერო სეზონის გახსნას ელის.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ლუის სუარესმა 9 თამაში ჩაატარა და თავი 13 გოლით და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.