ინგლისური “ლივერპულის” ვარსკვლავმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ მომდევნო სეზონიდან, უეფას ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს. მიუხედავად ამისა, ურუგვაელი არც წარუმატებლობის შემთხვევაში იფიქრებს “ენფილდიდან” წასვლაზე.
“ლივერპულთან” კონტრაქტი გავახანგრძლივე, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის მჯერა. ბედნიერი ვარ, რადგან ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ. მინდა, გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დავეხმარო. ამ ტურნირზე თამაში ძალიან მინდა. წინა სეზონებში, საკმარისად კარგად ვერ ვთამაშობდით წელს კი, ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივა”, - განუცხადა თავდამსხმელმა ბრიტანულ მედიას.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, სუარესმა 23 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი მიითვალა.