ფეხბურთი

23:24 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუარესს 3 მატჩს არ აკმარებენ

ინგლისური “ლივერპულის” ურუგვაელი შემტევი ლუის სუარესი, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, დიდი ალბათობით, ვეღარ ითამაშებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთის ასოციაცია სამხრეთ ამერიკელს მინიმუმ 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით ემუქრება.

“ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის კვირას გამართულ შეხვედრაში, სუარესმა ბრანისლავ ივანოვიჩს ხელზე უკბინა. მართალია, ეპიზოდი არბიტრის ყურადღების მიღმა დარჩა, მაგრამ ვიდეოკამერებმა ყველაფერი დააფიქსირეს და სუარესს სერიოზული სასჯელი ემუქრება.

ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქმე შეფასდა როგორც აგრესიული ქმედება. იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავს სიტუაციებში მიღებული 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია საკმარისი არ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123012