ინგლისის “ლივერპულის” ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში კლუბი გამოიცვალოს.
ცოტა ხნის წინ 26 წლის ფეხბურთელმა ესპანეთში თამაშის სურვილი გამოთქვა, ახლახანს კი, Sky Sports-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის “რეალსა” და მერსისაიდელებს შორის, შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.
“დადგა ძალიან კარგი მომენტი იმისა, გარემოება გამოვიცვალო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისში ბევრი რამის გადატანა მომიხდა. აქ ჩემს საფეხბურთო თვისებებზე მეტად, სხვა ქცევებს აქცევდნენ ყურადღებას. ძალიან, ძალიან გამიჭირდა. ბევრი რამ, რასაც ჩემზე ამბობდნენ, ტყუილი იყო. ვიტანჯებოდი არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახიც. საქმე “ლივერპულში” არაა, აქ თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მე მყავს შვილი, გოგონა, რომელმაც არ მინდა მამაზე მსგავსი ამბები ისმინოს. ჯერ არ ვიცი როდის და სად წავალ, მაგრამ თუ აქ დავრჩი, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ “ლივერპული” ბრწყინვალე გუნდია, მაგრამ ადგილობრივი პრესის ასეთი დამოკიდებულების ფონზე, აქ დარჩენა გამიჭირდება” - თქვა სუარესმა.