ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა კატალონიის “ბარსელონასთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანური მედიის ცნობით, მხარეებს შორის ხელშეკრულება ოთხშაბათს გვიან ღამით გაფორმდა.
კონტრაქტის ფინანსური დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ურუგვაელის სანაცვლოდ, “ბარსელონამ” “ლივერპულს” 75 მილიონი გირვანქა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ფიფამ სუარესის პრეზენტაცია აკრძალა, რის გამოც, მხარეები მხოლოდ ხელმოწერით შემოიფარგლნენ.