ფეხბურთი

13:35 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუარესის გამოსასყიდი თანხა უცნობია

 

“ლივერპულმა” თავდამსხმელ ლუის სუარესს კონტრაქტი 2018 წლამდე გაუხანგრძლივა, მაგრამ როგორც ირკვევა, ხელშეკრულებაში ურუგვაელის სატრანსფერო უფლებების გამოსასყიდი თანხა მითითებული არაა. ამის შესახებ Marca იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, სუარესის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო, მაგრამ ეს სიმართლე არ აღმოჩნდა. ამრიგად, მერსისაიდელთა თანხმობის გარეშე, ურუგვაელის შეძენას ვერცერთი კლუბი შეძლებს.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, სუარესმა 15 მატჩი ჩაატარა, სადაც 20 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.115631