ფეხბურთი

15:58 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი თანაგუნდელებს ემადლიერება

ინგლისური “ლივერპულის” ფორვარდმა ლუის სუარესმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ურუგვაელი მეგოლე თავისი თანაგუნდელების მადლიერია.

“სადღეისოდ, “ლივერპულს” კარგი დროება უდგას და ეს ფორმა უნდა შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, გუნდს ყველაფერი წინ აქვს და იმედია, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი მიზანია.

საბედნიეროდ, თამაში მიმდის და გოლებიც გამაქვს, მაგრამ მთავარია, ყველა ტურნირი ტრიუმფით დავასრულოთ. თანაგუნდელები რომ არა, ამდენს ვერ გავიტანდი. ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი.

სტარიჯი ფანტასტიკური ფეხბურთელი და ბრწყინვალე მეწყვილეა. ერთმანეთს კარგად ვუგებთ. იმედია, ასე განვაგრძობთ და ტიტულებს მოვიგებთ. რა მნიშვნელობა აქვს, გოლებს ვინ გაიტანს? მთავარია, მოვიგოთ”, - უთხრა სუარესმა ბრიტანელ ჟურნალისტებს.

 

0.120269