ფეხბურთი

10:39 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი სასამართლოზე ფიქრობს

“ლივერპულის” ფორვარდი ლუის სუარესი ლონდონის “არსენალში” გადასასვლელად ტრანსფერზე დაყენებას ითხოვს და შესაძლოა, საქმე სასამართლომდეც მივიდეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

“არსენალი” ურუგვაელის სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის და ბონუსების სახით, ამ თანხას მილიონსაც უმატებს. სუარესის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის ძალითაც, ასეთი წინადადების შემთხვევაში მერსისაიდელებს ტრანსფერის ჩაშლის უფლება არ აქვთ.

ჯერჯერობით, “წითლები” ტრანსფერზე უარს აცხადებენ და დიდია ალბათობა იმისა, რომ თავდამსხმელმა სარჩელი სასამართლოში შეიტანოს. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11567