ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “ლივერპულის” ფორვარდმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ მადრიდის “რეალში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებზე არ ფიქრობს და მისი მიზანი მხოლოდ კარგი სეზონის ჩატარებაა.
“რეალის” ინტერესზე არაფერია სათქმელი, რადგან “ლივერპულში” ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ კარგი სეზონი ჩავატაროთ” - განუცხადა 26 წლის ფეხბურთელმა ურუგვაულ რადიოსადგურ Sport 890-ს.
სუარესი, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა, “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა 23-კაციან სიაშიც მოახვდა, მაგრამ თავად მოთამაშე ჯილდოს მოგებას არ ელის.
“ვამაყობ იმით, რომ ფიფა-მ ამ სიაში შემიყვანა, მაგრამ შემიძლია რამდენიმე ისეთი მოთამაშე დავასახელო, რომლებმაც სეზონი ჩემზე ბევრად უკეთ ჩაატარეს” - თქვა ურუგვაელმა.