“ლივერპულის” ლიდერი ლუის სუარესი მიიჩნევს, რომ მის გუნდს პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეუძლია.
“ჩვენთვის, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ ტურნირზე ვერ ვხვდებოდით, რადგან ჩვენი თამაში ამის საშუალებას არ იძლეოდა. თუმცა, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. კარგად ვთამაშობთ და ჩვენი სტილიც გვაქვს. ყველა ჩვენგანს თავში ერთი აზრი უტრიალებს – ჩემპიონთა ლიგა. ყველა ხვდება, რომ ამ დონეზე სათამაშოდ მზად ვართ. ოთხეულში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ.” – ციტირებს სუარესის სიტყვებს Goal-ი.
ამჟამად, “ლივერპული” პრემიერლიგაში მე-4 პოზიციას იკავებს. ბრენდან როჯერსის გუნდი “ევერტონს” 1 ქულით უსწრებს.