"ლივერპულის" თავდამსხმელ ლუის სუარესს სჯერა, რომ ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს ინგლისის დამარცხება შეუძლია.
"ინგლისს ძლიერი ნაკრები ეყოლება. ფეხბურთელები პრემიერლიგიდან არიან და ეს ბევრს ნიშნავს. ჩვენ მათი სუსტი წერტილებიც ვიცით და დამარცხება შეგვიძლია. წინა წელიწადს კონფედერაციის თასზე ბრაზილიასთან დავმარცხდით, თუმცა ამან უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, რადგან ვთვლი ჩვენ უფრო კარგად ვითამაშეთ" _ განაცხადა სუარესმა.
ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ურუგვაელთა 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფს ბრაზილიაში აფასებს და აღნიშნავს, რომ ახლა სხვა დროა და ისტორიაში შესასვლელად ნაკრებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაი მსოფლიო ჩემპიონატზე ე.წ "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა, სადაც ინგლისის, იტალიის და კოსტა რიკის ეროვნულ ნაკრებებთან გაარკვევს ურთიერთობას. სამხრეთ ამერიკელები ინგლისს 19 მაისს დაუპირისპირდებიან.
გიორგი ბალახაძე