ფეხბურთი

0:08 | 28.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი ნაკრების მომდევნო მატჩს გამოტოვებს

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი ეროვნული გუნდის მომდევნო შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ლუის სუარესისთვის დისკვალიფიკაცია უცხო ხილი ნადვილად არაა. ამჯერად, მას მომდევნო სანაკრებო თამაშის გამოტოვება მოუწევს, რომელსაც ურუგვაი ვენესუელასთან გამართავს.

სუარესის დასჯის მიზეზი ჩილეს ნაკრებთან გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტია. ერთ-ერთ ეპიზოდში, მან მეტოქე ფეხბურთელს სახეში მუშტი უთავაზა. ეპიზოდი მთავარმა არბიტრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ მე-4 მსაჯმა მომხდარი შესაბამის ოქმში აღწერა, რასაც სუარესის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა მოჰყვა.

ვენესუელასთან მატჩი, რომელიც ივნისში გაიმართება, ურუგვაისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე-6 ადგილზე მყოფი ურუგვაელები ფლეი ოფის ზონას 2 ქულით ჩამორჩებიან და მათი უმთავრესი კონკურენტი სწორედ ვენესუელაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116416