ურუგვაის ნაკრების ექიმმა ალბერტო პანიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ლუის სუარესი მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე თამაშის შანსს ინარჩუნებს. პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ახლახან, ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო და სასწრაფოდ მენისკის ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების წინასწარი დიაგნოზით, სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით 4 კვირა გაგრძელდება და უარეს შემთხვევაში ურუგვაის ნაკრების ლიდერს შეიძლება მთელი ჯგუფური ეტაპის გამოტოვება მოუხდეს.
ურუგვაი მუნდიალზე D ჯგუფში მოხვდა, იტალიასთან, ინგლისთან და კოსტა რიკასთან ერთად.