ფეხბურთი

20:40 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი მენისკის ოპერაციას გაიკეთებს

ურუგვაისა და ინგლისის სპორტული გამოცემების ცნობით, „ლივერპულისა“ და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა დღევანდელ ვარჯიშზე მუხლის ტკივილი იგრძნო, გამოკვლევის შემდეგ კი ექიმებმა ფორვარდს მენისკის დაზიანება დაუდგინეს. ამის გამო სუარესი საოპერაციო მაგიდაზე დაწვება.

ოპერაცია სასწრაფოდაა ჩასატარებელი, რათა ლუისმა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს. მენისკის ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში სრულ აღდგენით პროცესს 4_6 კვირა დასჭირდება, რის გამოც შესაძლოა ურუგვაელებმა მუნდიალის სასტარტო მატჩები სუარესის გარეშე ჩაატარონ. The Guardian-ის სპორტული განყოფილების რედაქტორი მარკუს კრისტენსონი საკუთარი ტვიტერის გვერდზე წერს, რომ ლუის სუარესი კოსტა რიკასთან გასამართ პირველ მატჩს ვერ ითამაშებს, ინგლისელების წინააღმდეგ საბრძოლველად კი მზად იქნება.

სუარესის მუხლის ტრავმას ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციაშიც გამოეხმაურნენ და იმედი გამოთქვეს, რომ ლუისი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

 

0.119271