“ლივერპულის”თავდამსხმელმა ლუის სუარესმა უარყო ესპანური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობასთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.
“ეს სიცრუეა, მადრიდელებს არ მოვლაპარაკებივარ. ცხადია მომავალზე ვფიქრობ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია” – განაცხადა ურუგვაელმა ფორვარდმა.
პრემიერლიგის 2012-2013 წლების სეზონში ლუის სუარესმა 33 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. 26 წლის ფორვარდმა რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ “რეალის” შეთავაზებაზე უარის თქმა ძალიან გაუჭირდება.