ბრიტანული მედიისთვის ცნობილი გახდა თუ რა თანხას მიიღებს ხელფასის სახით ლუის სუარესი “ლივერპულთან” გაფორმებული ახალი კონტრაქტის თანახმად.
The Independent-ის ცნობით, 26 წლის ურუგვაელი თავდამსხმელის ანაზღაურება კვირაში 200000 გირვანქა სტერლინგი იქნება.
ამრიგად, სუარესი, რომელმაც ინგლისელებს ბედი 2018 წლამდე დაუკავშირა, “ლივერპულის” არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. ამასთანავე, ის ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების სამეულში შევიდა.
სუარესი “ლივერპულში” 2010 წელს ამსტერდამის “აიაქსიდან” გადავიდა და 109 მატჩში 68 გოლი გაიტანა.