ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კონფედერაციის თასზე იტალიასთან მე-3 ადგილისთვის მატჩის წინ განაცხადა, რომ მის გუნდი მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გავა.
“ჩვენი გუნდისთვის მე-3 ადგილის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია, - უთხრა სუარესმა ფიფას ოფიციალურ ვებგვერდს, - 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ცოტა დაგვაკლდა აქამდე, გერმანიასთან დავმარცხდით, ამიტომ ახლა დამატებითი სტიმული და მოტივაცია გვაქვს”.
იტალიისა და ურუგვაის მატჩი დღეს 20 საათზე დაიწყება.