ფეხბურთი

19:15 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი: “ჩემი შეცდომის დავიწყების დროა”

“ბარსელონას” ურუგვაელი ახალწვეული ლუის სუარესი პირველ კომენტარს აკეთებს მას შემდეგ, რაც მას სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ვარჯიშის ნება დართო.

“მოხარული ვარ, რომ ვარჯიშის საშუალება კვლავ მაქვს და ახალ თანაგუნდელებთან ერთად ვარ.

შექმნილი სიტუაცია ყველას დისკომფორტს უქმნის. საკუთარი შეცდომის გამო პასუხი ვაგე და დროა ის ყველამ დაივიწყოს.

ახლა, მხოლოდ მომავალზე ვფიქრობ, რომელიც “ბარსელონას” უკავშირდება. ეს ის გუნდია, რომელში თამაშზეც ვოცნებობდი.

კლუბს მადლობას ვუხდი ყველაფერი იმისათვის, რაც მან, ჩემთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გააკეთა.” – აცხადებს ლუის სუარესი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ჯორჯო კიელინისთვის კბენის გამო ლუის სუარესი ფეხბურთს 4 თვით ჩამოშორდა. “ბარსელონამ” გასაჩივრებით იმას მიაღწია, რომ ურუგვაელს ვარჯიშისა და “ბარსელონას” თამაშებზე დასწრების უფლება მისცეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119218