“ლივერპულის” ფორვარდ ლუის სუარესის აზრით, თანამედროვე ფეხბურთში კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შემდეგ ყველაზე დიდი ვარსკვლავი ტოტენჰემელი გარეთ ბეილია. აი, რა განაცხადა სუარესმა ერთ-ერთი ესპანური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში:
“ვიცი, რომ მადრიდის “რეალს” ბეილის გადაბირების სურვილი აქვს და არც მიკვირს. ამ ფეხბურთელის დახმარებით გაცილებით უკეთესი გუნდის შეკვრაა შესაძლებელი. მით უმეტეს, როდესაც ბეილი კრიშტიანუ რონალდუს მხარდამხარ ითამაშებს. რონალდუსა და მესის შემდეგ, მას ნომერ პირველ ფეხბურთელად მივიჩნევ და “ბარსელონას” ხელმძღვანელობის ადგილზე ნეიმარისთვის გადედებულ სატრანსფერო თანხას ბეილის შესაძენად დავხარჯავდი”.
სუარესმა “ტოტენჰემთან” დაპირისპირება და უელსელი ფეხბურთელისგან ბრაზილიელი მცველის, მაიკონის დაჩაგვრაც გაიხსენა და დასძინა, რომ სწორედ იმ მატჩის შემდეგ აკვირდება ბეილის თამაშს.