“ლივერპულის” თავდამსხმელი ლუის სუარესი კლუბის გამოცვლას გეგმავს. ესპანური პრესის ცნობით, ურუგვაელი ფეხბურთელი მერსესაიდელთა რიგებში თავს მშვენივრად გრძნობს, მაგრამ უმაღლესი ტიტულებისთვის მებრძოლ გუნდში თამაში სურს და წასვლის სურვილიც ესაა.
ბოლო დროს არაერთგზის დაიწერა, რომ სუარესის შეძენა მადრიდულ კლუბებს “რეალს” და “ატლეტიკოს” სურთ. ახლახან კი ბრიტანული გამოცემები “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობის ინტერესზეც ალაპარაკდნენ.