ფეხბურთი

17:04 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტუმართა დღე ქვედა ექვსეულში

 

გაიმართა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულის 23-ე ტურის მატჩები. სამივე შეხვედრაში სტუმრებმა იმარჯვეს. თან მივაქციოთ ყურადღება: სტუმრები ისეთი გუნდები იყვნენ, რომლებიც გასავარდნ ზონაში არიან და ძალიან სჭირდებათ ქულები, შესაბამისად, მოტივაციაც მეტი აქვთ. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ჩემპიონატის ჩატარების სისტემის არაეფექტურობაზე მიუთითებს.

 

7-12 ადგილებისთვის

დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 1:2 (0:0)

გოლი: 1:0 კობა შალმბერიძე (53), 1:1 დათა ციცხვაია (67), 1:2 კიჭი მელიავა (72) 

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კლიმენტი წიტაიშვილი (31), 0:2 გურამ სამუშია (58), 1:2 გიორგი გეთიაშვილი (84)

გაძევება: დავით კირკიტაძე (83, “ზუგდიდი,” ორი ყვითელი)

 

ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:2 (0:0)

გოლი: 0:1 ლაშა ქემუხტაშვილი (54), 0:2 ლაშა პარუნაშვილი (86) 

 

1         დილა                            23           8            8          7             29:24          32
2 ვიტ ჯორჯია 23 8 5 10 29:31 29
3 ტორპედო 23 8 5 10 24:32 29
4 სპარტაკი 23 7 2 14 21:32 23
5 ზუგდიდი 23 6 5 12 14:31 23
6 მერანი 23 5 3 15 18:41 18

 

1-6 ადგილებისთვის. 25 მარტი

ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ზვიად ლობჟანიძე (59), 0:2 ჯაბა უგულავა (77), 1:2 ზაზა ჭელიძე (82)

 

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:0 (1:0)

გოლი: 1:0Dჩისკო (36), 2:0 ოთარ მარცვალაძე (49), 3:0 დარკო გლიშიჩი (83) 

 

 

ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ნიკა საბანაძე (14), 2:0 დიმიტრი ტატანაშვილი (34)

 

1          დინამო (თბ)         23           16           3         4             54:17            51
2 ზესტაფონი 23 13 4 6 32:15 43
3 ჩიხურა 23 11 5 7 41:35 38
4 სიონი 23 10 6 7 29:24 36
5 მეტალურგი 23 9 6 8 26:27 33
6 გურია 23 11 0 12 25:32 33


 

მეგოლეები:

14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)

5 – გრიგოლ დოლიძე (“ზესტაფონი”), ჯაბა ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ლუკა რაზმაძე (“დილა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.111145