კალათბურთი

17:17 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტუ-ხსპუ-ს მატჩი 25 დეკემბრისთვის გადაიდო

3 დეკემბერს თბილისში დაგეგმილი იყო საერთაშორისო სტუდენტური ლიგის განმეორებითი შეხვედრა სტუ-სა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და ხსპუ-ს (ხარკოვის საერთაშორისო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) შორის. მატჩი გადაიდო და მოგვიანებით, 25 დეკემბერს ჩატარდება. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” სტუ-ს მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლოზ დერიუგინმა განუცხადა.

“უკრაინელმა კალათბურთელებმა თხოვნით მოგვმართეს სტუ-ხსპუ-ს განმეორებითი მატჩი 25 დეკემბრისთვის გადაგვეტანა და ჩვენც დავთანხმდით,”- გვითხრა დერიუგინმა.

ქართველი კალათბურთელები ჯგუფური ტურნირის მეორე წრის მომდევნო შეხვედრას 15 დეკემბერს მოსკოვში, ქვეჯგუფის ლიდერ მსუ-ს (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი) წინააღმდეგ ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში სტუ-მსუ-ს შეხვედრა მოსკოველმა კალათბურთელებმა თბილისის სპორტის სასახლეში 8 ქულის სხვაობით 83:75 მოიგეს. რაც შეეხება სტუ-ხსპუ-ს პირველი წრის შეხვედრას, რომელიც ხარკოვში ჩატარდა, მასპინძლებმა 5 ქულის სხვაობით 67:62 გაიმარჯვეს.

6-გუნდა ჯგუფებიდან მომდევნო ეტაპზე 4 გუნდი გადის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119857