კალათბურთი

13:22 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტუ-ს პირველი მოგება

საერთაშორისო სტუდენტურ ლიგაში მოასპარეზე საქართველოს წარმომადგენელმა სტუ-მ მეორე შეხვედრა ჩაატარა. ამჯერად ჩვენმა კალათბურთელებმა რუსეთის ქალაქ როსტოვის სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლეს.

მასპინძლებმა თავიდანვე შეძლეს უპირატესობის მოპოვება, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის საბოლოო ანგარიშია 90:71 სტუ-ს სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 34 ქულა სტუმართა გუნდის წარმომადგენელმა ვლადისლავ კარპენკომ დააგროვა. 15 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა კარპენკოს თანაგუნდელი ილია სკაპენკო.

მასპინძელთა შორის თავი რეზო დიდიამ გამოიჩინა, რომელმაც ყველაზე მეტი 18 ქულა მიითვალა. 12 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა დიდიას თანაგუნდელი რიჩარდ მათიაშვილი.

სტუ მორიგ შეხვედრას 27 ოქტომბერს უკრაინის ქალაქ ხარკოვში ჩაატარებს, სადაც ადგილობრივი უნივერსიტეტის გუნდს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ სტუ-მ პირველ ტურში მოსკოვის მგუ-ს უმასპინძლა და 75-83 დამარცხდა. 

 

სტუ – სფუ (როსტოვი) 90:71

(32:22, 17:14, 16:20, 25:15)

თბილისი. სპორტკომპლექსი “არენა”. სტუდენტური საერთაშორისო ლიგა.

სტუ:  გოგოძე (11), გურაბანიძე (2), დიდია (18), ანთაძე (13), მათიაშვილი (12ქ. 17მ.); გრძელიძე (4), ქორიძე, ცირეკიძე (3), ლომინაშვილი (7ქ. 11მ.), ლომიძე, ალხანაიძე (13ქ. 9მ.), დეკანოიძე (7).

მთავარი მწვრთნელი:  ნიკოლოზ დერიუგინი

სფუ:  კოტოვი (2), სკაპენკო (15ქ. 15მ.), სოლდატოვი (9), კარპენკო (34), მიქნალევი; ლევადა (7), ტერეხოვი, ბიკოვი (4).

მთავარი მწვრთნელი:  კირილ კამილი

სატურნირო მდგომარეობა “დ” ჯგუფში 21 ოქტომბრისთვის

 

სტუ                                                                                2           1           1           163-154          3     
როსტოვი (II)      2 1 1 164-158 3
მგუ                1 1 0 83-75 2
როსტოვი (I)              1 0 1 68-93 1
კიევი              0 0 0 0-0 0
ხარკოვი            0 0 0 0-0  0


 

0.114533