საერთაშორისო სტუდენტური ლიგის მერვედფინალში მოასპარეზე სტუ - რსუ-ს (რუსეთის სამართლის უნივერსიტეტი) პირველი შეხვედრა 23 თებერვალს, სპორტკომპლექს “არენაში” 13:00 საათზე დაიწყება.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” სტუ-ს მთავარ მწვრთნელ ნიკოლოზ დერიუგინის თანაშემწე ლევან ტყეშელაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სტუდენტური ლიგის მერვედფინალში მოასპარეზე გუნდების მატჩების სერია ორი შეხვედრისგან შედგება. თითო მოგების შემთხვევაში, სერიაში გამარჯვებულის ვინაობას ბურთების უკეთესი შეფარდება დაასახელებს. თანაბარი ბურთების შემთხვევაში დამატებითი დრო დაინიშნება და მეოთხედფინალისტი ამის შემდეგ გამოვლინდება.
სტუ-რსუ-სს მეორე შეხვედრა 3 მარტს მოსკოვში (რუსეთი) ჩატარდება.