კალათბურთი

14:33 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტუ მსუ-თან ისევ დამარცხდა

 

საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოასპარეზე სტუ-მ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) მეორე წრის მეორე შეხვედრა რუსეთში მსუ-თან (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჩაატარა და დიდი ანგარიშით 87:103 დამარცხდა. აღნიშნული გუნდების პირველი შეხვედრაც მოსკოველმა კალათბურთელებმა მოიგეს, რომელიც თბილისში ჩატარდა და 83:75 გაიმარჯვეს.

ქართველი კალათბურთელები მოსკოვიდან როსტოვში გადაინაცვლებენ და მორიგ შეხვედრებს ამ ქალაქის გუნდებთან, რსფუ-სა (როსტოვის სამხრეთ ფედერალური უნივერსიტეტი) და რესუ-ს (როსტოვის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი) წინააღმდეგ ჩაატარებენ.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108038