კალათბურთი

0:06 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტუ-მ პირველი წრე სამი მოგებით და ორი წაგებით დაასრულა

დასრულდა საერთაშორისო  სტუდენტური ლიგის A ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტისა და როსტოვის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეხვედრა. ანგარიშით 99:81 გაიმარჯვეს სტუ-ს კალათბურთელებმა. ამ შეხვედრით ქართველმა კალათბურთელებმა პირველი წრე დაასრულეს. ხუთი შეხვედრიდან მათ სამი მოიგეს და ორი წააგეს. მომდევნო ეტაპზე პირველ-მესამე ადგილზე გასული გუნდები გადიან. მთელი შეხვედრა ქართველი კალათბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მათი გამარჯვებით დასრულდა. ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი სტუ-ს ცენტრალური თავდასხმელი რიჩარდ მათიაშვილი იყო, რომელმაც 28 ქულითა და 21 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მათიაშვილს სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა.  მასპინძელთა შორის ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ფორვარდი რევაზ დიდია, რომელმაც 13 ქულა და 10 პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ დიდიასაც ერთადერთი მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. 

უკანახაზელმა ბექა ღუდუშაურმა მძიმე ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

 

სტუ - რესუ: (22:15, 29:25, 22:19, 26:22)

ღუდუშაური (2 ქ.), ანთაძე (9 ქ.), დიდია (13 ქ. 10 პ. 9.), გრძელიძე (18 ქ.), გოგოძე (2 ქ.), ჯიქია (0 ქ.), მათიაშვილი (28 ქ. 9 პ. 21 მ.), ლომინაშვილი (5 ქ.), იოსებაშვილი (2 ქ.), გაბისიანი (2 ქ.), ალხანაიძე (12 ქ.), ლობჟანიძე (6 ქ.).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.263006