"სტოკ სიტიმ" ბრემენის "ვერდერიდან" მარკო არნაუტოვიჩი 2 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა და ფეხბურთელთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 24 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი მარკ ჰიუზის გუნდისთვის მეოთხე ახალი შენაძენი იქნება.
პრემიერლიგის გუნდმა არნაუტოვიჩის ტრანსფერი უკვე დაადასტურა:
"კლუბი მოხარულია "ვერდერიდან" ავსტრიელი ფეხბურთელის გადმობირებით. ის ჩვენ გუნდს ოთხი წელი დაეხმარება".
24 წლის ავსტრიელი თავდამსხმელისთვის "სტოკი" მეოთხე გუნდია, მას უთამაშია "ტვენტეში", "ინტერში" და "ვერდერში"
გიორგი ბალახაძე