ფეხბურთი

13:52 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტიპე პლეტიკოშა: “ანანიძე და ძიუბა “როსტოვისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურები არიან”

“როსტოვის” მეკარის სტიპე პლეტიკოშას აზრით, სტუმრად მოსკოვის “სპარტაკთან” (0:2) ჯანო ანანიძესა და არტიომ ძიუბას რომ ეთამაშათ, თამაში უფრო სანახაობრივი იქნებოდა.

ანანიძე და ძიუბა “როსტოვში” მოსკოვური კლუბიდან არიან განათხოვრებული და კონტრაქტის თანახმად “სპარტაკის” წინააღმდეგ თამაში არ შეუძლიათ.

“გაუგებარია, რუსეთში ასეთი წესი რატომაა. ბიჭები იჯარით არიან და დაე, ითამაშონ. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში მატჩი უფრო სანახაოებრივი იქნებოდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ისინი “როსტოვისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურები არიან და ჩვენი გუნდისთვის ბევრი სარგებელი მოაქვთ. გულშემატკივრებისთვისაც თამაშის ყურება უფრო საინტერესო იქნებოდა” – იუწყება პლეტიკოშას სიტყვებს გამოცემა “სპორტ-ექსპრესი”.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120052