ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, თბილისის "დინამომ" "სტეიმური" 3:1 დაამარცხა და 2 შეხვედრის ჯამში მეტოქეს 9:2 სძლია.
ერთი კვირის წინათ გამართული შეხვედრის მსგავსად, თბილისელებმა პირველი ტაიმი ამჯერადაც 2:1 მოიგეს. სტუმართა მხრიდან თავი ჩისკომ და დვალმა გამოიჩინეს, ხოლო მასპინძელთაგან ერთი ბურთი დანიელსენმა გაქვითა. 84-ე წუთზე, გლიშიჩმა ლამაზი გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.