ფეხბურთი

20:15 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტეფნიაშვილს უკრაინული ვარიანტი აქვს

კიშინიოვის “ზიმბრუდან” წამოსულმა თორნიკე სტეფნიაშვილმა, შესაძლოა, კარიერა უკრაინაში გააგრძელოს. ამის შესახებ ფეხბურთელმა “მსოფლიო სპორტს” თავად აცნობა.

21 წლის ნახევარმცველი მოლდოვურ კლუბში 2011-2012 წლების სეზონიდან გამოდიოდა. მას კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და “ზიმბრუს” დაემშვიდობა. ამჟამად, სტეფნიაშვილი თბილისშია და კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტებს ელოდება, რომელთაგან ერთ-ერთი უკრაინულია.

შეგახსენებთ, რომ “ზიმბრუ” დატოვა 20 წლის მცველმა ლუკა თათხაშვილმაც.

 

1.627342