ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდი დანიელ სტარიჯი უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან მატჩსაც დააკლდება. Sky Sports-ის ცნობით, “ლივერპულის” მეგოლემ ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო.
“იმედი გვქონდა, რომ აღდგენითი პროცესი სწრაფად წავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შეგვიძლია ზუსტად გითხრათ, რომ სტარიჯი სამშაბათს ვერ დაგვეხმარება”, - ნათქვამია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტზე.
მოგეხსენებათ, ბარძაყის ტრავმის გამო, თავდამსხმელმა მოლდოვასთან მატჩიც (4:0) გამოტოვა.
ცნობისათვის, ტრავმების გამო, ურაინასთან ვერც უეინ რუნი, ფილ ჯონსი და გლენ ჯონსონი ითამაშებენ.