ფეხბურთი

11:58 | 5.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი ბრაზილიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

“ლივერპულის” ფორვარდი დენიელ სტარიჯი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ბრაზილიასთან ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება.
Guardian-ის ცნობით, მერსისაიდელთა 23 წლის ახალწვეულმა ბარძაყი ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში, “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში დაიშავა.
ინგლისისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებების თამაში ოთხშაბათს, “უემბლიზე” გაიმართება. გარდა სტარიჯისა, ჰოჯსონს ჯერმეინ დეფოსა და მაიკლ კერიკის იმედი ვერ ექნება, რომლებიც ასევე გასულ უქმეებზე დაშავდნენ.
 

0.121713