ფეხბურთი

11:43 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტანკოვიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

იაპონიის ნაკრებთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, სერბეთის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა.

35 წლის სტანკოვიჩი, რომელიც მილანის “ინტერთან” კონტრაქტის დასრულების შემდეგ უკლუბოდაა, სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-10 წუთზე შეცვალეს. გულშემატკივრებმა ის მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილეს.

სტანკოვიჩს სერბეთის ნაკრების მაისურით 103 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ქვეყნისათვის სარეკორდო მაჩვენებელია. მის ანგარიშზე 15 გატანილი გოლია. რაც შეეხება იაპონიასთან გამართულ ამხანაგურ თამაშს, ის სერბებმა 2:0 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102215