მილანის “ინტერის” ვეტერანი სერბი ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩი ეროვნული ნაკრების მაისურით კვლავ თამაშს არ გამორიცხავს.
9-თვიანი ტრავმის შემდეგ, 34 წლის ფეხბურთელი მოედანს ახლახანს დაუბრუნდა და ბუნებრივია, იგი სათანადო ფორმაში ჯერ არაა. ამას თავად სტანკოვიჩიც აცნობიერებს და აცხადებს, რომ ნაკრებში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ 100%-ით მზად იქნება.
“ეროვნულ ნაკრებში თამაში არ დამისრულებია. საჭიროა, ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას დავაკვირდე.
ჯერ “ინტერის” შემადგენლობაში რამდენიმე თამაში უნდა ჩავატარო და მერე ვნახო, რა სიტუაცია იქნება. სერბეთსა და ხორვატიას შორის გასამართ მნიშვნელოვან მატჩამდე ჯერ 40 დღეა დარჩენილი.
ბოლო სიტყვა ჩემზე იქნება. ვიმეორებ – 100%-ით მზად უნდა ვიყო.” – აცხადებს სტანკოვიჩი, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისურით ბოლოს 2011 წლის ოქტომბერში ითამაშა.