ბელგიურ კლუბ ლიეჟის “სტანდარდს” ნახევარმცველ მარუან ფელაინის ტრანსფერიდან (ლივერპულის “ევერტონიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”) დაახლოებით 8 მილიონი ევრო ეკუთვნის.
ბელგიელები იმედოვნებენ, რომ ტრანსფერის საერთო ღირებულების (31,8 მილიონი ევრო) 25 პროცენტი სწორედ მათ შეხვდებათ. La Derniere Heure-ს ცნობით, ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც 25 წლის ფეხბურთელი “სტანდარდიდან” “ევერტონში” გადავიდა, შეთანხმებაში სწორედ მსგავსი პუნქტი ჩაიწერა.
ფელაინს ყოფილ მწვრთნელ დევიდ მოიესთან მუშაობა სურდა და ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ განხორციელდა.