ფეხბურთი

23:28 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სრნა: “ბრაზილია მხოლოდ ნეიმარი არაა”

ხორვატიის ნაკრების კაპიტანი დარიო სრნა მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი გუნდი, ბრაზილიასთან დაპირისპირების დროს, მხოლოდ ნეიმარს არ უნდა უფრთხოდეს.

“ვინ იცის, იქნებ, ნეიმარმა არ ითამაშოს. ან იქნებ, მწვრთნელმა გადაწყვიტოს და მე არ ვითამაშო.

რა თქმა უნდა, ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ბრაზილიის ნაკრები მხოლოდ ის არაა. ბრაზილიელებს ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელი ჰყავთ. რამდენიმე მათგანთან ერთად მითამაშია კიდეც. ესენი არიან ვილიანი, ბერნარდი და ფერნანდინიო. ვიცი, რომ ისინი მსოფლიოს ჩემპიონატით ცხოვრობენ.” – აცხადებს დარიო სრნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11523