ფეხბურთი

11:39 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზმა რუნის სახალხოდ მიმართა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა გუნდის თავდამსხმელ უეინ რუნის მანჩესტერიდან წასვლის გადაწყვეტილების შეცვლა ურჩია. შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრების ფორვარდმა კარიერის სხვა კლუბში გაგრძელების სურვილი ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს გამოთქვა და მას შემდეგ მის გადარწმუნებას ვინ აღარ ეცადა, მაგრამ ამაოდ.

“არა მგონია, სადმე ფეხბურთის სათამაშოდ უკეთესი პირობები იყოს, ვიდრე “მანჩესტერ იუნაიტედშია”. დარწმუნებული ვარ, ეს უეინმაც იცის. მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ აბსოლუტურად ყველა თანაგუნდელს და გუნდის გულშემატკივარს მისი მანჩესტერში დარჩენა სურს. ამ სიყვარულს და პატივისცემას არ უნდა გაექცეს”, – ციტირებს ბრიტანული პრესა პოლ სქოულზის სიტყვებს.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113224