თამაშგარე

11:16 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზის ავტომანქანებზე მონადირე მძარცველები

38 წლის ინგლისელი ვეტერანი ფეხბურთელი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ სქოულზი, ქურდების სამიზნე გახდა. ფეხბურთელმა თავისი სახლის ეზოში დაქოქილი “შევროლე აქტივა” სულ რამდენიმე წუთით მიატოვა და სახლში შებრუნდა. უკან რომ დაბრუნდა, ეზო ცარიელი დახვდა. ერთობ მოხერხებული მძარცველები, სქოულზს ალბათ შორი-ახლოდან უთვალთვალებდნენ და ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ.
პოლ სქოულზი 2007 წელსაც დააყაჩაღეს და მაშინაც ავტომობილი წაართვეს დანის მუქარით. როგორც ჩანს, მძარცველებს ძალზე მოსწონთ სქოულზის ძვირფასი ავტომობილები..
 

თეგებისქოულზი
0.154814