ფეხბურთი

20:47 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზი: “უილშირი არ ვითარდება”

 

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი პოლ სქოულზი ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველს, ჯეკ უილშირს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ 22 წლის ფეხბურთელმა უკვე დიდი ხანია პროგრესირება შეწყვიტა.

“ჯეკ უილშირმა თავი წარმოაჩინა როგორც ძალიან ნიჭიერმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, მაგრამ ის მას შემდეგ აღარ განვითარებულა. ახლა, მას გვერდით ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, როგორიც პატრიკ ვიეირა იყო. ასეთი მოთამაშე მას ახალ დონეზე ასვლაში დაეხმარება.

რა თქმა უნდა, უილშირს ხელი ტრავმება შეუშალა, მაგრამ ის დღეს ისევე თამაშობს, როგორც 17 წლის ასაკში.” – განაცხადა პოლ სქოულზმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120841