ფეხბურთი

22:00 | 5.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზი: “სუარესი შეცდომას უშვებს”

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი ლუის სუარესს “ბარსელონაში” გადასვლას არ ურჩევს და აცხადებს, რომ ურუგვაელს “რეალი” უფრო შეეფერება.

“თუ სუარესი “ბარსელონაში” გადავა, როგორ მიიღებს მას მესი? სუარესი ცენტრფორვარდია და ის ფლანგზე არ ითამაშებს. მიმაჩნია, რომ მესისა და სუარესს შორის კარგი ურთიერთგაგება არ იქნება.

მეჩვენება, რომ მესი ათამაშებს მხოლოდ იმ თანაგუნდელებს, რომლებიც მას მოსწონს. თუ მას არ მოსწონხარ, შენი თამაში დროის კარგვაა.

მიმაჩნია, რომ სუარესი, “ბარსელონაში” გადასვლით, შეცდომას უშვებს. მას უფრო “რეალი” შეეფერება.” – აცხადებს პოლ სქოულზი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, სუარესის “ბარსელონაში” გადასვლა უკვე გადაწყვეტილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120866