ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, პოლ სქოულზს მიაჩნია, რომ ბრიტანელებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მოგების შანსი არ აქვთ.
“გარი ნევილი ვერ იტყვის, რომ ინგლისს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შანსი არ აქვს, მაგრამ თუ გინდათ, ამას მე ვიტყვი.
გამარჯვება ძალიან ძნელი იქნება. ვიცი, რომ რამდნეიმე კარგი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც სტივენ ჯერარდსა და უეინ რუნის დაეხმარებიან, მაგრამ შეადგენენ თუ არა ისინი გუნდს?
წარმატების მისაღწევად უნდა დავამარცხოთ ბრაზილია, არგენტინა, ჩილე, ასევე ესპანეთი, იტალია და გერმანია. როდესაც ამ ნაკრებებს ვხვდებით, გავარდნის სერიოზული საშიშროების წინაშე ვართ. კარგად გამოვიყურებით ისეთ გუნდებთან, როგორიცაა პოლონეთი და უკრაინა, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ძლიერ მეტოქეს ვუპირისპირდებით.” – ციტირებს სქოულზის სიტყვებს Goal-ი.