ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ტრავმირებული ნახევარმცველი პოლ სქოულზი მოედანზე გასვლას 2 კვირაში შეძლებს.
“სქოულზს მუხლი ოდნავ აწუხებს. ალბათ, 2 კვირას კიდევ გამოტოვებს”, - განუცხადა ფერგიუსონმა The Sun-ს.
ტრავმის გამო, სქოულზი “მანჩესტერს” მადრიდის “რეალთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ვერ დაეხმარა. ფერგიუსონს ვეტერანი შეგირდის იმედი ვერც “რედინგთან” სათასო მატჩში ექნება.