ფეხბურთი

19:24 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

Sports Illustrated: ნესტა მონრეალს გაწვრთნის

თუ Sports Illustrated-ს დავუჯერებთ, ცნობილი იტალიელი ცენტრალური მცველი ალესანდრო ნესტა ამერიკული “მონრეალის” მთავარი მწვრთნელი გახდება.

ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ 37 წლის ნესტა კარიერას ასრულებს. იტალიელმა რამდენიმე თვით დასვენების და შემდეგ მწვრთნელობის დაწყების სურვილი გამოთქვა. როგორც ჩანს, ის სამწვრთნელო საქმიანობას მალე შეუდგება.

გავრცელებული ინფორმაციით, “მონრეალი” გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, მარკო შალიბაუმს კონტრაქტს არ გაუგრძელებს და მის ადგილს ამ გუნდის ფეხბურთელი, ალესანდრო ნესტა დაიკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11425