ედინსონ კავანის “ნაპოლიდან” ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია – Sportmediaset-ის ცნობით, მხარეები უკვე თითქმის ყველა დეტალზე შეთანხმებულნი არიან.
26 წლის მეგოლე “არისტოკრატებთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ნისლიან ალბიონზე, სამხრეთამერიკელი წელიწადში 8.5 მილიონ ევროს მიიღებს. უახლოეს პერიოდში, კავანი “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება და საბოლოოდ დაემშვიდობება.
მოგეხსენებათ, ნეაპოლელები ურუგვაელის სანაცვლოდ 63 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის ტრანსფერი 58 მილიონ ევროდ გაიჩარხება.