ლისაბონის “სპორტინგმა” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარკო სილვა წარადგინა. მასთან კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.
36 წლის სპეციალისტი აქამდე 3 წლის განმავლობაში “ეშტორილს” ავარჯიშებდა, რომელშიც 2005-2011 წლებში თამაშობდა კიდეც.
გასულ სეზონში “ეშტორილმა” მე-4 ადგილის დაკავება მოახერხა.
ცნობისთვის, სილვამ “სპორტინგში” ლეონარდუ ჟარდიმი ჩაანაცვლა, რომელიც ფრანგული “მონაკოს” ახალ მწვრთნელად მოიაზრება.