ფეხბურთი

11:49 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სპორტინგი" ბებეს უმიზნებს

 

ლისაბონის "სპორტინგი" მზადაა მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელი ბებე შეიძინოს. პორტუგალიური პრესის ინფორმაციით, კლუბი მზადაა "წითელ ეშმაკებთან" მოლაპარაკება წამოიწყოს.

23 წლის თავდამსხმელი "მანჩესტერმა" 2010 წელს "გიმარაეშიდან" 8.8 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადაიბირეს. ინგლისში ბებემ მხოლოდ 74 წუთი ითამაშა და ნახევარი სეზონის შემდეგ პორტუგალიელის განათხოვრებების სერია დაიწყო. ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბეშიქთაშში", "რიუ ავესა" და "ფერეირაში" იყო განათხოვრებული.

ყველაზე წარმატებული პერიოდი თავდამსხმელს გასულ სეზონში ჰქონდა. "ფერეირას" მაისურით ბებემ 38 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

0.202604