ფეხბურთი

9:40 | 18.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

Sport.es: “ბარსელონას” 14 ფეხბურთელი დატოვებს

 

საქმე ისე მიდის, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონას” საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დატოვებს. Sport.es-ის ცნობით, “კამპ ნოუს” დატოვება 14 ფეხბურთელს მოუწევს.

მას შემდეგ, რაც სეზონის ბოლოს “ბარსელონაში” იჯარით გაშვებული ფეხბურთელები დაბრუნდებიან და დუბლშემადგენლობიდან პირველ გუნდში გადავლენ ახალგაზრდები, ტიტო ვილანოვას განკარგულებაში 36 მოთამაშე იქნება. კლუბის სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა ფეხბურთელთა რაოდენობის 22-მდე შემცირებას გეგმავს. “ბარსას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმაც დაადასტურა, რომ შემადგენლობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

დიდი ალბათობით, “ბარსელონას” დატოვებენ ისააკ კუენკა, იბრაჰიმ აფელაი და ბოიან კრკიჩი, რომლებიც ახლა განათხოვრებულნი არიან. გარდა ამისა, გადაწყვეტილია ვიქტორ ვალდესის წასვლაც. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113417